პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:life in the north
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გაეცნონ ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის საცხოვრებელ პირობებს და მათ მიერ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს.
3.პროექტის აქტუალობა:Sami ხალხის კულტურის გაცნობა
4.პროექტის მიზნები:ეცნობიან ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის კულტურას და მათ ცხოვრების წეს-ჩვეულებას.
5.მონაწილეთა ასაკი:Vკლასი(დაწყებითი საფეხური)
6:ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
·            გუნდის წევრებთან, მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდში ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
·            მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
·            მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს
.უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ეთათბირება თანაგუნდელებ ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
·           ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას;
·           გამოთქვამს მოსაზრებებს, უსმენს სხვისას;
·           თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.
სლაიდ შოუ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი.კალამი,რვეული.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქთივობები):
პირველი კვირა-მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა(4-ჯგუფი)თითოეული ჯგუფი შედგება 4მოსწავლესაგან.. პირველი ჯგუფს მიეცემა დავალებათ მოიძიონ ,,Sami"ხალხის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების სურათები.მეორე ჯგუფს მიეცემა დავალებათ მოიძიონ მათი ტრადიციული ტანსაცმლის ფოტოები.მესამე  ჯგუფს მიეცემა დავალებათ მოიძიონ მათი საცხოვრებელი პირობების და თოვლში გადაადგილების საშუალებების სურათები.მეოთხე ჯგუფს მიეცემათ დავალებათ გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობის გაცნობა
.მეორე კვირა-მოსწავლეებს მოაქვთ უკვე შესაბამისად  მოძიებული სურათები და მასწავლებელთან ერთად განიხილავენ და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.პრეზენტაციის მსვლელობისას თითოეული ჯგუფის ლიდერი  წარადგენს თავის ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაციის და სურათების საფუძველძე გაკეთებულ პრეზენტაციას პროექტორის საშუალებით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :ისტის მასწავლებლი ეხმარება მოსწავლეებს სურათების მოძიებაში  და  პრეზენტაციის მსვლელობაში.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):თეა ლაშაური
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tealashauri@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tealashauri.blogspot.com


No comments:

Post a Comment